ზურაბიშვილმა მორატორიუმის გამოცხადებით ლიდერული თვისებები გამოავლინა

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა:
“როცა საზოგადოება შფოთავს, რომელიმე ჩემ გადაწყვეტილებაზე ეს ჩემთვისაც
წუხილის მიზეზია, ამიტომაც გამოვედი პირველი განცხადებით ცოტა ხნის წინ
და ახლა პირდაპირ თქვენთან და საზოგადოებასთან.-…ეს არის შეფასება
მოცემულობის და შეფასება ადამიანის, რომელიც ამავე დროს არის პრეზიდენტი,
რაც არ გამორიცხავს არც შეცდომას და არ გამორიცხავს რომ სხვას ჰქონდეს სხვა
შეფასება ამ გარემოებების“- ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო
ბრიფინგზე ისაუბრა. ქალბატონმა სალომემ ბრიფინგის ჩატარებისას გამოავლინა,
რომ არის ნამდვილად ქვეყნის ლიდერი. მან საკუთარ თავზე აიღო მთელი
პასუხისმგებლობა. მართალია, მან დაუშვა შეცდომა ამ გადაწყვეტილების
მიღებით, თუმცა, როგორც წინამძღოლმა აღიარა და თავისივე უფლებამოსილებთ
შეწყალებაზე მორატორიუმი განაცხადა. პრეზიდენტდის გადაწყვეტილებას,
როგორც შეწყალებასთან, ასევე მორატორიუმთან დაკავშირებით საზოგადოების
მხრიდან აგრესია მოჰყვა, რასაც მხარს ოპოზიციონერები უბამენ. წინა
ხელისუფლების ლიდერის, მიხეილ სააკიანის, გადაწყვეტილებას, შეეწყალებინა
გირგვლიანის მკვლელები, ხალხის მხრიდან თითქმის ნულოვანი ემოცია მოჰყვა.
როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა მოსახლეობის ფსიქოლოგიისთვის
არასაკმარისი იყო, რადგან ხალხს რეჟიმში და შიშის ქვეშ ცხოვრება ურჩევნია.