ყველა გზა თბილისში მიდის; ირანული ტრეფიკინგი და პროსტიტუცია.

პოსტსაბჭოურ საქართველოში, რომელიც დასავლური მიმართულებით ვითარდება, პროსტიტუცია, მიუხედავად იმისა, რომ არალეგალურია, მაინც ძალიან გავრცეელებულია. მისი მეზობელი თურქეთის მსგავსად, ქვეყანა ახერხებს შეინარჩუნოს დიპლომატიური ურთიერთობა ევროპასთან, რუსეთთან, ისრაელთან და ირანთან, რის შედეგადაც, საქართველო ყალიბდება მიმზიდველ ტურისტულ ქვეყნად. ქვეყნის მოოსახლეობა 3.7 მილიონია, მაგრამ მათ მოახერხეს რესურსების გამოყენება, რომ ქვეყანა ექციათ საუკეთესო ტურისტულ ადგილად, რამეთუ უმასპინძლეს 3.5 მილიონ ტურისტს 2017 წელს. ისრაელის, ირანისა და თურქეთის მოქალაქეებს არ სჭირდებათ ვიზა საქართველოში შემოსასვლელად, რის გამოც ქვეყანა უფრო საინტერესო ხდება მათთვის.
საქართველო, ასევე, განიცდის მნიშვნელოვან ტრეფიკინგის პრობლემას, რომელიც უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია პროსტიტუციასთან. არსებობს კვლევები, რომელიც აჩვენებს პროსტიტუციაში ბავშვების რაოდენობის ზრდას; თუმცა შეერთებული შტატების ტრეფინკიგის მონიტორიგნი სახელმწიფოს ტიერ 1 ქვეყნად მიიჩნევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაცულია მინიმალური სტანდარტები, რასაც ტრეფიკინგისგან დაცვის აქტი ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ ირანი იგივე სტანდარტებს ვერ იცავს, რის გამოც საქართველო ირანელებისთვის მარტივ და იაფ ალტერნატივას წარმოადგენს. ქვეყნებს შორის კულტურული სიახლოვე საუკუნეებს ითვლის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რამდენიმე წლის წინ თბილისში ირანელების რაოდენობა ძალიან მცირე იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა უვიზო მიმოსვლას მიაღწიეს, სიტუაცია მკაფიოდ შეიცვალა. საზოგადოებრივ მარწუხებს ისლამური სახელმწიფოებიდან ხშირად გაურბიან ბოლო წლებში; სასურველი მიმართულებები არის ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა, მაგრამ რსებობს შედარებით იაფი ტერიტორიები, როგორიცაა მალაიზია, ინდოეთი და სომხეთი.
2016 წლის თებერვლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც უვიზო მიმოსვლაა, ამ სიას საქართველოც დაემატა. უამრავი ირანელი ტურისტი დადის თბილისის ქუჩებში და არც ის არის გასაკვირი, რომ იმავე ქუჩებში სპარსული სიმღერები ისმოდეს. ირანული რესტორნები ძირითადად ქალაქის ცენტრშია მოთავსებული.
ირანული პროსტიტუცია საქართველოში ხშირად მომხდარა ყურადღების ცენტრში. ერთ-ერთი სპარსული ბლოგი აღნიშნავს, რომ თბილისში 17 ღამის კლუბი ფუნქციონირებს. ივლისში, გამოცემა IranWire ესტუმრა Tehran Nights, თბილისში არსებულ ღამის კლუბს, რომელიც რეპუტაციით სარგებლობს, როგორც ირანული პროსტიტუციის მექა. აქვე არის რამდენიმე მსგავსი ტიპის ღამის კლუბი, მეტი განსხვავებით. დიდი რაოდენობით ახალგაზრდა მამაკაცები დგანან კლუბის შესასვლელთან, ძირითადად თურქები, ირანელები და არაბები, რომლებიც განიხილავენ ღამის გასაგრძელებელ გეგმებს, რომელიც ძირითადად პროსტიტუციას უკავშირდება.
11 საათისთვის კლუბი იწყებს ფუნქციიონირებას. კლუბი ბნელი ოთახებითაა სავსე. ახალგაზრდა გოგოები ცეკვავენ გამომწვევად, ელაპარაკებიან კლიენტებს და ხშირად მათი საუბარი, რომელიმე კლიენტის სახლში მთავრდება. კლუბის მფლობელი 50 წლამდე ირანელი მამაკაცია, რომელსაც, მას შემდეგ, რაც კითხვა დაუსვესვს, ყავდათ თუ არა, არაქართველი გოგოები, მაშინვე ამოიღო მობილური და თქვა, რომ არიან ასევე ირანელები, რომლებიც შედარებით ძვირი ღირს და არიან რუსები და სომხები, ასევე შავკანიანები. მფლობელი აღნიშნავს, რომ აქ ისინი მომსახურეობისთვის არიან და შესაბამისად შეუძლიათ ყველანაირი მამაკაცის გემოვნებას მოერგონ. ფასები ძირითადად 40 დან 200 დოლარამდეა მოქცეული.
საქართველო ახლოა ტაილანდზე, იაფი დუბაიზე. თბილისი უკვე სექს ტურიზმის დედაქალაქია, მენდეთ! – ამბობს კლუბის მფლობელი
სხვა ბიზნესმენებიც ხშირად ახასიათბენ აღნიშნულ კლუბს, როგორც იდეალურ ადგლს, როცა არ იცი, სად წახვიდე; როცა ახალი ჩამოსული ხარ. “ისინი არასდროს გაგიცრუებენ იმედს” – ამბობს ამირი(სახელი გამოყენებულია IranWire-თვის), კლუბის ერთ-ერთი მფლობელი.
ირანული სცენა ქართულ რეალობაში მნიშვნელოვნად ვითართება, პროსტიტუცია და ტრეფიკინგი უყურადღებოდაა დარჩენილი, რაც მის სწრაფ განვითარებასა და გაფართოებას უწყობს ხელს.