ანარქისტი ბოკერია ქუჩურ გარჩევებს არ ემხრობა

გიგა ბოკერია უმრავლესობის დეპუტატს მამუკა მდინარაძეს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე დაუპირისპირდა. მას შემდეგ რაც გიგა ბოკერიას და მამუკა მდინარაძეს
შორის დაპირისპირება მოხდა, გოგა ბოკერიამ სხდომათა დარბაზი დატოვა. იგივე
გასასვლელიდან უკან მიჰყვა მამუკა მდინარაძე, თუმცა უმრავლესობის დეპუტატი
სხდომათა დარბაზში მალევე დაბრუნდა და ბოკერიასთან მიმართებით ასეთი
განცხადება გააკეთა: „კაცი რომ იქაჩები რაღაცეებს და მერე უკანა კარიდან გადიხარ
სიტყვითაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც, იქ დამთავრებულია ყველაფერი“.
მოგვიანებით ბოკერიამ თავის გასამართლებელი კომენტარი გააკეთა: „ბატონო მამუკა,
მე არსად არ წავსულვარ, მედია – ჩართვა მქონდა, აქ ვაპირებ ყოფნას. პოლიტიკურად
ერთდროულად მსხვერპლიც და მოძალადეც ვერ იქნებით. მე ქუჩური გარჩევების
მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ამ გზაზე დადგომა გინდათ, კი ბატონო. გიმეორებთ,
თქვენგან განსხვავებით ჩემი მიზანი თქვენი პოლიტიკური დამარცხებაა და არა
განადგურება. მორალურ დისკომფორტს გიქმნიდით და მომავალშიც შეგიქმნით”.
ერთადერთი, რაც ნამდვილად კარგად გამოსდის ბოკერიას დისკომფორტის შექმნაა.
რაზეც მისი და ცოცხგაყრილი ნაცისტების თორმერწლიანი „ბატონობა“ მეტყველებს.
ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს ავიწყდებათ ის ანარქია, რომელიც მათი
ხელისუფლების დროს იყო. ბოკერიას კი ცხოვრებისეულ ცოდვად ეკლესიის
დამანგრეველის სახელიც ეყოფა. მართალია, ქუჩურ გარჩევებს ბოკერია არ ემხრობა,
მაგრამ წამებზე, ოჯახების გამწარებასა და ღვთის გმობაზე უარს არასდროს ამბობს.