113 წელი სესილია თაყაიშვილის დაბადებიდან

დღეს, 17 სექტემბერს, ლეგენდარული ქართველი მსახიობის, სესილია თაყაიშვილის დაბადებიდან 113 წელი შესრულდა. სესილია თაყაიშვილი 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში დაიბადა.
926 წელს სესილია თაყაიშვილმა დამთავრა ფაღავას დრამატული სტუდია თბილისში და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის სახელობის თეატრში.
1930-1966 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.
თაყაიშვილი ქართული თეატრის რეალისტური აქტიორული ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული აქტიორული ტექნიკა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში.
მის მიერ განსახიერებული 120-მდე როლიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „ქრისტინე”, ნინოშვილის გურია; „ოლღა” „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”; „ოგუდალოვა” „უმზითვო”; კატარინა „ჭირვეული ცოლის მორჯულება”; „ელისაბედ დედოფალი” „მარიამ სტიუარტი” და მრავალი სხვა. დიდია მისი ღვაწლი ქართულ კინემატოგრაფიაში, კინოში მის მიერ განსახიერებული მნიშვნელოვანი როლებია: მანანა „ჭირვეული მეზობლები;” ვასასი „ჩვენი ეზო”; ელპიტე „საბუდარელი ჭაბუკი”; „ოლღა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”; ბორდოხანი „დიდოსტატის მარჯვენა”; „მარადია „ნატვრის ხე”; „ასინეთა „დათა თუთაშხია”; ბუღალტერი „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”…