პოლიციამ ტურისტებისთვის ბათუმში თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავა

პოლიციამ ბათუმში ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 4 პირი: 1981 წელს დაბადებული გ.გ., 1977 წელს დაბადებული მ.ზ., 1982 წელს დაბადებული ფ.ბ. და 1978 წელს დაბადებული გ.ძ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლუბში მუშაობდნენ, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა – 2 580 თურქული ლირა და 400 ლარი გამოსძალეს.