20 ივნისის საქმეზე დაკავებული მაჩალიკაშვილი, მემანიშვილი და ქურდოვანიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული სამივე პირი – ილია მემანიშვილი, მორის მაჩალიკაშვილი და გოგი ქურდოვანიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შსს-მ 20-21 ივნისის საქმეზე დღეს დაკავებულ ორ ადამიანს შორის, ერთ-ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილია. ამის შესახებ მაჩალიკაშვილმა Facebook-ზე დაწერა.
“ამ წუთას შემატყობინეს ჩემი ალალი ძმისშვილი რომელიც მყავს ჩემი უდანაშაულოდ მძინარე საწოლში მოკლული თემირლანის ადგილას ამ ბოროტი სისტემის მიერ იქნა დაკავებული ედავებიან 225 მეორე ნაწილს ძალიან ცუდად იქცევით დღევანდელი ნაძირალა სისტემა”, – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

რაც შეეხება ბეჟან ლორთქიფანიძეს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. მან სასამართლო სხდომაზე დაკავებული პირების გათავისუფლება ითხოვა და განაცხადა, რომ როგორც თავად არ მიემალა გამოძიებას, ასევე ისინი არ მიიმალებიან.