„გურიის მოამბის“ რედაქტორის მიმართ მუქარის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი ამხილა

შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ბ.მ. მუქარის ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, გურიის მოამბის“ რედაქტორმა თეა იოსელიანმა “ფეისბუქზე” შემდეგი შეტყობინება მიიღო: „მალე მოესწრები შენი შვილების სიკვდილს. მე დაგიხოცავ“.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.