ინტრიგანი NDI ინტრიგნების ქვეყანაში

NDI-ს გამოკითხვა საქართველოში 13-დან 29 ივლისამდე პერიოდში
ჩატარდა. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად,
გამოკითხული მოსახლეობის ნახევარს კომუნალური
გადასახადების გადასახდელად თანხა არ აქვს. კითხვაზე, ბოლო 6 თვის
განმავლობაში ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა, რომ არ გქონდათ
საკმარისი თანხა კომუნალური გადასახადების დასაფარად, 48%
პასუხობს რომ ჰქონია, ხოლო 51 % ამბობს, რომ – არა. მხოლოდ 1%-მა არ
იცის პასუხი კითხვაზე. განცითარების მხრივ, კვლევის მიხედვით,
გამოკითხულთა 30 % თვლის, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.
18% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
როგორც მოგახსენეთ, ამ ინფორმაციას NDI გვაწვდის. მათივე
განცხადებით საქართველოში უმთავრესი პრობლემა სამუშაო
ადგილების არ არსებობაა. მინდა მოგახსენოთ, რომ ინფორმაცია, რადგან
ევროპიდანაა მოწოდებული, აბსოლუტურ სიმართლეს არ ღაღადებს.
სამუშაო ადგილების არარსებობის პრობლემას საქართველოში
ნამდვილად ვერ შეხვდებით. არსებობს უამრავი სოციალური გვერდი და
ჟურნალ-გაზეთები, რომლების განცხადებებითაა აჭრელებული. როგორც
ჩანს, NDI-ს წარმომადგენლები ქვეყანაში დაძაბულობისა და ნეგატივის
დონეს მაღლა სწევს. მართალია, სამუშაო ადგილები საქართველოში
ცოტა ნამდვილად არ არის, თუმცა ანაზღაურებას რაც შეეხება, იგი
ნამდვილად არასაკმარისი და მიზერულია. ამისთვის დიდი მადლობა
ჩვენს პოლიტიკოსებს გადავუხადოთ. დიდი მადლობა, ბატონო
სკამისტებო, სამუშაო ადგილებისთვის, რომელიც 1 კომუნალურის
გადახდაშიც კი არ არის საკმარისი. დიდი მადლობა, რომ ჯიბეებს
ისქელებთ, ასევე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ
ინტრიგის მოყვარულ NDI-ს წარმომადგენლებს მიეცით უფლება მეტი
ნეგატივით დაეტვირთათ ჩვენი ქვეყანა. დამერწმუნეთ, ამ კვლევის
შედეგად ქვეყნის მიმართ ინტერესს არაერთი ტურისტიც დაკარგავს.
ძვირფას NDI-ს მკვლევრებს კი მინდა მოვუწოდო, რეალური
მაცხოვრებლების რეალური გამოკითხვა გამოაქვეყნონ.