ლაშა ხალვაში ACE producers-ის წევრი გახდა

16 სექტემბერს, გავლენიანმა გამოცემამ Screendaily გამოაქვეყნა იმ პროდიუსერთა სია, რომლებიც ACE producers-ის გაერთიანების ახალი წევრები გახდნენ.
პირველად, ACE producers-ის წევრთა შორის დასახელდა პროდიუსერი ამიერკავკასიის რეგიონიდან – ლაშა ხალვაში.
ACE producers დამოუკიდებელი, გამოცდილი პროდიუსერების გაერთიანებაა. იგი 1993 წელს დაარსდა და მას დღეს უკვე 250 აქტიური წევრი ყავს 45 ქვეყნიდან.
ACE producers-ის ახალი წევრები 2019/2020 წლის პროექტების განვითარების პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 3 სესიისგან შედგება. სამუშაო შეხვედრები ჰელსინკიში, პრაღასა და ამსტერდამში გაიმართება. პროგრამის ფარგლებში ლაშა ხალვაში თინათინ ყაჯრიშვილის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „თევზაობის“ პროექტის განვითარებაზე იმუშავებს.