ქვეყანა, რომელშიც გმირებს გირაოს სანაცვლოდ უშვებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირის
სასამართლო პროცესი დღეს იმართება. „გმირებს ვერ დაამარცხებთ“ ამ
სახელწოდებით გაიმართა აქცია, რომელიც დაკავებულთა ოჯახის წევრებმა და
მხარდამჭერებმა განმარტეს. „მინდა გამაკვირვონ და გამაოცონ იმით, რომ 20
ივნისის საქმეზე დაკავებულები გამოუშვან, მაგრამ ხელისუფლების
რამე დაიჯერება?!“ – ამის შესახებ ერთ-ერთი დაკავებულის, ბესიკ თამლიანის
დედამ რუსუდან თამლიანმა განაცხადა.
„ჩემი ბიჭი უდანაშაულოა. ისჯება იმისთვის რომ უზომოდ უყვარს თავისი
ქვეყანა. ესეც და დანარჩენი დაკავებულებიც ივანიშვილი-გახარიას პირადი
პატიმრები არიან. უსამართლოდ არიან ციხეში და გვინდა სამართალმა იზეიმოს.
გვინდა გაათავისუფლონ ეს ბიჭები, რომლებიც არიან პოლიტპატიმრები. მინდა
გამაკვირვონ და გამაოცონ იმით, რომ გამოუშვან ესენი, მაგრამ დასაჯერებელია
მაგათი? სულ იტყუილებიან, ამათ ტყუილს და უსაქციელობას ბოლო არ უჩანს”, –
განაცხადა რუსუდან თამლიანმა.

ამასთანავე აღსანიშნია, გავრილოვის ღამეს დაკავებული სოსო ბაჯელიძე ბრალს
აღიარებს. ამის შესახებ ბრალდებულმა მოსამართლის კითხვის საპასუხოდ
განაცხადა.პროკურატურა გირაოს შესახებ შუამდგომლობას ეთანხმება.
დასანანია, მაგრამ ფაქტია, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელშიც გმირები
ციხეში სხედან,- ქვეყანაში, რომელშიც გმირებს, ადვოკატები იცავენ. ქვეყანას,
რომელშიც გმირები დანაშაულს აღიარებენ, რთულია სახელმწიფო ვუწოდოთ.
სამწუხაროა, მაგრამ სახელმწიფოს ტკივილი სახელმწიფოს წარმომადგენლების
ტკივილს არ ემთხვევა. ჩინოვნიკები, რომლებიც წესით საზოგადოების თვალებს
უნდა წარმოადგენდნე, განზრახ ბრმავდებია. რთულია უფსკულისკენ არ
წავიდექ ქვეყანა, რომელშიც ბრმა უჩინოთა წინამძღვრად დადის.