გაუმაძღარაძე-ხაზარაძესა და გახარიას შორის დაძაბულობა გამწვავდა

მილიონერმა მამუკა ხაზარაძემ, რომელსაც ანაკლიის პორტის ბიუჯეტში
გარღვევა ედება ბრალად, პრემიერ-მინისტრსა და ვიცე პრემიერ მაია
ცქიტიშვილის ბრალი წამოუყენა: „როდესაც მინისტრი ხარ და ასეთი
მნიშვნელობის პროექტს არ აჩქარებ, თუნდაც იმიტომ, რომ დაასწრო შენს
კონკურენტს და შენი ქვეყნის ოკუპანტ ქვეყანას, რომელიც ყოველ კვირას 100
მეტრ მიწას გაჭრის, სხვა ვერსია არ არსებობს. ეკონომიკურად მართლაც
გაუმართლებელი პროექტიც რომ იყოს (და ეს ასე არ არის), აფხაზეთის გვერდზე
ამხელა ინფრასტრუქტურის აშენებას სახელმწიფო მნიშვნელობა რომ აქვს, დიდი
დაფიქრება არ სჭირდება. მაშ, რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, თვალის
პაჭუნი და “წერილი თუ სიხარულის” ძებნა?
ყველაფერი იქით მიდის, რომ კონტრაქტი გაგვიწყვიტონ. 12 სექტემბერს მაია
ცქიტიშვილმა ჩვენი ინვესტორები, რომლებთან მოლაპარაკებაც თითქმის

დასრულებულია, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო. კიდევ კარგი, მე და
ბადრი ჯაფარიძე არ ვესწრებოდით იმ შეხვედრას, თორემ ჩვენ
დაგვბრალდებოდა. ცქიტიშვილმა პირდაპირ უთხრა, თქვენნაირი ინვესტორი არ
გვჭირდებაო. ინგლისისა და ჰონკონგის წარმომადგენლები იყვნენ. მეტ
დეტალზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ”. სასაცილოა, ხაზარაძე, ყოფილი და
ახლანდელი მევახშე, სხვისი ბიზნესების მიმსაკუთრებელი, ხალხის ცოდვაში
ფეხჩადგმული მსგავს კომენტარებს რომ ისროდეს სხვების მიმართ.
გაუმაძღარაძის კომენტარს გახარია გამოეხმაურა : „საერთოდ ბევრ საოცარ რამეს
ამბობს ხოლმე ამ ბოლო დროს ბატონი მამუკა: წერილი, ოქმი და კიდევ ბევრ
რაღაც დამადასტურებელს. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი. „მინდა ხაზგასმით
აღვნიშნო, რომ არ არის კარგი, როცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული
პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საგანი. ჩვენ
ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანაკლია არ ეკუთვნის
არც ერთ ფიზიკურ პირს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეკუთვნის ქვეყნის
განვითარებას და ყველა ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვექცეთ
ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს,“