მაღაროელების სისხლით გაჟღენთილი ფულით გამდიდრებული “ბობოლები”

ბოლო წლების განმავლობაში შახტებში მომხდარი უბედური შემთხვევების ფონზე საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებით ინდუსტრიაში – მაღაროებსა და შახტებში დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებებისა და პირობების გამოკვლევას Human Rights Watch-ი შეუდგა. მათი გამოკვლევით მაღაროებში შრომის უფლებების დაღღვევის უამრავი ხარვეზი დაფიქსირდა. უმთავრესი, რაც უბედურ შემთხვევებს იწვევს არის მაღაროელთა გადაღლილობა, 15 დღის გადმავლობაში მუშაობას, დასვენების დღის გარეშე შედეგები გამოაქვს. ამასთან ერთად, უნდა აღვნიშნოთ გრაფიკი, კვირაში 84 საათი, რაც დღიურად 12 საათს უდრის დღის, ან ღამის სმენაში. საქართველოს ხელისუფლება ამ ყოველივეზე თვალებს ხუჭავს, რაც სავარაუდოდ სუბიექტური მიზეზებითაა გამოწვეული. HRW-თას ინტერვიუსას მაღაროელებმა განაცხადეს, რომ ყოფილა შემთხვევა, როცა გადაღლილ მაღაროელს 150 კილოგრამიანი ბურღით მუშაობისას ჩაუთვლემია, რის გამოც მაღაროელს კიდური დაუკარგავს. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში მუშაობა ღამის სმენის მაღაროელებს უწევთ, რადგან ღამე 12 საათიანი მუშაობა მათ ფსიქიკაზე ძალიან მოქმედებს, რაც უბედურ შემთხვევას სტატისტიკურად ზრდის. არსებობს განსხვავებული გრაფიკიც მაღაროელებისთვის „ე.წ. „ვახტურ“ რეჟიმში ვინც არ არის, 7-9 საათი მუშაობს და აქვს დიდი საწარმოო კვოტები. თუ დაზიანდა ხელსაწყო, გეგმის შესრულება ძალიან ძნელია. მის შეკეთებას და დროის დაკარგვას ურჩევნიათ წავიდნენ რისკებზე, რადგან საწარომოო გეგმის შესრულების გარეშე მათ ხელფასიდან ექვითებათ თანხა“. აშკარაა ის, რომ საქართველოში საბჭოთა ჩექმის კვალი ისევ ჩანს, კვალი კი იმდენად ძლიერია მისი აღმოფხრა შეუძლებელი ჩანს, თუ რა თქმა უნდა, ჩვენი მიძინებული ხელისუფლება გამოღვიძებას არ გადაწყვეტს და გააკეთებს არჩევანს, იყოს პროევროპული, თუ ისევ საბჭოეთის წუმპეში გაეხვას. გასაკვირია, წლების განმავლობაში რით ვერ გადაშენდა, ამოიძირკვა და წაშავდა სულიერად ამყრალებული საბჭოთა სულისკვეთება. შედეგად ფეხი-ფეხზე გადადებული ღიპებგადმოგორებული „ბობოლები“ ჯიბეებს ისქელებენ ქართველი მაღაროელების ხარჯზე. ნამდვილად საეჭვია რამდენად შეერგებათ ადამიანთა სისხლით გაჟღენთილი ფული გაუმაძღარ დამკვეთებს. სად არის ამ დროს ჩვენი მთავრობა? რა თქმა უნდა სძინავს, სძინავს ღრმა ძილით და საფიქრებელია, ოდესმე თუ გამოიღვიძებს.
სამოქალაქო უფლებების დამცველი გიორგი გოგია შეახსნებს ფსევდო პროევროპულ ხელისუფლებას, რომ შრომის კოდექსის მსგავსი დარღვევის გამო ქვეყანამ შეიძლება დაკარგოს ის პრივილეგიები, რაც დასავლეთის ქვეყნების ბაზრებზე აქვს.