დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტა, მსოფლიოში პირველად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინა. მონეტა დავით IV აღმაშენებლის მიერ მოჭრილ მონეტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. მას უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის.
„ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“ – დავით აღმაშენებლის მონეტა ამ წარწერითა და გამოსახულებით ერთადერთია მსოფლიოში“, – ნათქვამია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.