უკომპრომისო გახარია „რწმუნებულ ლუარსაბებს“ მიმართავს

გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რეგიონებში სახელმწიფოს
რწმუნებულებს დღეს შეხვდა. როგორც ჩანს, პრემიერი სერიოზულობით უდგება
ახლადმინიჭებულ სტატუსს და გუბერნატორებს პრობლემების ოპერატიული
მოგვარებისკენ მოუწოდებს. გაზულუქებულ, სკამსჩაბღაუჭებულ
რწმუნებულებს გახარიამ მოვალეობები შეახსენა, მისი თქმით „მთავრობის
განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან –
ვერა“. ქვეყნის მეთაურმა გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული
სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა და „ლუარსაბობის“

შეწყვეტისკენ მოუწოდა. პრემიერის მიმართვაში უკომპრომისობაც იგრძნობოდა
„გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს
პერიოდში წარმოდგენა დაავალა.“