ქრთამი – ფილიპინურ-ქართული პრობლემა

ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერპემ, აღნიშნა, რომ პოლიპინებში კორუფციამ ფესვები ღრმად გაიდგა. ამასთან დაკავშირებით მიმართა მოქალააქეებს და ქრთამის წინააღმდეგ ცეხლსასროლი იარაღის გამოყენება გაამართლა: “როცა თქვენ იხდით გადასახადებს, ჩინოვნიკები კიდევ ქრთამს გთხოვენ, დაარტყით მათ, თუ იარაღი გაქვთ, შეგიძლიათ ესროლოთ, თუმცა არ მოკლათ“. ამასთან ერთად დასძინა, რომ თუ კორუფციის შემთხვევა მის ადმინისტრაციაში დაფიქსირდება, ის მექრთამეს გამოიძახებს და ადამიანს, რომელსაც მან ფული მოსთხოვა, უფლებას მისცემს  ფიზიკურად გაუსწორდეს. მართალია, დუტერტეს პოზიცია საკმაოდ მკაცრია, თუმცა პრეზიდენტი, რომელსაც საკუთარი ქვეყანა და მოქალაქეები უყვარს, ზრუნავს ხალხის კეთილდღეობაზე. კორუფციის ღრმად გამდგარი ფესვები, როგორც ჩვენთვის ცნობილია, არამხოლოდ ფილიპინებს, საქართველოსაც ძალიან აწუხებს. საქართველოს „მუხას“, არა „მუმლი“, არამედ კორუფცია ახმობს. დუტერტეს პოლიტიკით, საქართველოს არაერთი გაბუდაყებული და „ბობოლა“ ჩინოვნიკის სხეულზე აღმოჩნდებოდა ტყვის კვალი. ქვეყანა, რომლის სათავეშიც მექრთამე პოლიტიკოსები დგანან, გვირაბის ბოლოს სინათლეს ვერასროს ნახავს. საქართველოს ჯოჯოხეთს ნამდვილად ფული ანათებს. იმ სიბინძურეს კი, რომელიც საქართველოსა და ქართულ სულს აკვნესებს, ბინძური მექრთამეები ვერასდროს ჩამოიბანენ.