ქმარს აჭერინებს, ცოლი დაიტოვა! რა თამაშს თამაშობს ქიბარ ხალვაში!

კახა დამენიას, „რუსთავი 2-ის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება ბრალი. მას გირაოდ 50 000 ლარი შეეფარდა. დამენია თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ხალვაშის მიერ „რუსთავი 2-ში“ დირექტორად დანიშნულმა პაატა სალიამ უკვე გააკეთა არაერთხელ განცადება, რომ ნიკა გვარამია და მისი გუნდი ხელოვნურად აკოტრებდა კომპანიას. ამ გუნდში იყო, თეა გვარამიაც, რომელიც კახა დამენიას მეუღლეა. თეა გვარამიამ, სწორედ მეუღლის ადგილი დაიკავა „რუსთავი 2-ში“. ბოლო წლებში ფინანსებს სწორედ ის მართავდა.

თუმცა საკვირველია, რომ დამენიას ცოლი, თეა გვარამია დღესაც „რუსთავი 2-ში“ მუშაობს. მისი „რუსთავი 2-იდან“ გათავისუფლების ან გვარამიას თუ კეზერაშვილის არხზე გადასვლის შესახებ ცნობები ჯერ არ გავრცელებულა. სალიამ ასევე დაიტოვა სამსახურში ნიკა გვარამიას უახლოეს მეგობარი, 2007 წელს თაღლითობის მუხლით დაკავებული ნიკა ლომიძე. სალიამ არხზე სამუშაოდ მიიწვია ნაცმოძრაობის პიარში ერთდორს აქტიურად ჩართული ნინო შუბლაძე. ასევე, ნაციონალური მოძრაობის დროის გამგებელი და შემდეგ ბოკერიას პარტიის წევრი ხათუნა ბერძენიშვილი.

ვინაიდან „რუსთავი 2“ ჯერ ეთერში ვერ გადის სრულად რთული სათქმელია – რა თამაში წამოიწყო ხალვაშმა, ყოფილ ნაცმოელებთან ამ დოზით თანამშრომლობით.