ახალი პრემერ-მინისტრის პირელი სამთავრობო სხდომა

საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრის ,გიორგი გახარიას, ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა დღეს პირველად გაიმართა. მთავრობის განახლებული შემადგენლობით სხდომა 10:00 ზე ჩატარდა და გახარიას განმარტებით იგი ყოველ ხუთშაბათს, დილის 10 საათზე გაიმართება.
„მინდა, ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შევთანხმდით, რომ ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული და ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა. ჩვენი ძირითადი პრინციპი იქნება ღიაობა, მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ ჩვენს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში, ჩვენს ახალგაზრდებზე, ბავშვებსა და ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე. ასევე, მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი ღიაობის პრინციპის გათვალისწინებით თითოეულმა თქვენგანმა მთავრობის სხდომის შემდეგ, არა მხოლოდ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გააცნოს მედიას ინფორმაცია, რომელსაც წარმოადგენენ მთავრობის სხდომაზე, არამედ საზოგადოებისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან თემებზე, თუნდაც ეს თემები მთავრობის სხდომაზე განსახილველი არ ყოფილიყოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ ჩვენს პირველ შეკრებას ნდობის გამოცხადების შემდეგ. გილოცავთ განსაკუთრებით მობრუნებულ ჩვენს მინისტრებს. შევუდგეთ მუშაობას. მედია, მადლობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.