პრორუსული “პატრიოტთა ალიანსი” დასავლეთს უპირისპირდება

კრამერის ნონგრატად გამოცხადებას ითხოვენ
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტია “პატრიოტთა ალიანსის” აქცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ შეაფასოს დევიდ კრამერისა და ირმა ინაშვილს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება და დაგმონ კრამერი.
მომიტინგეები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებას ითხოვენ.
ალიანსის წევრებმა და მხარდამჭერებმა მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა ბეჟან გუნავა, რომელიც სამინისტროში შეღწევას ცდილობდა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მიცეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ზალკალიანის უწყება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ქვეყანაში მასშტაბური აქციები დაიწყება.
“პატრიოტთა ალიანსმა” უკვე დააანონსა ახალი აქცია, კვირას,  ამერიკის საელჩოსთან, როემლზეც იგივე მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაჟღერდება.