ხაზარაძე რევოლუციას აანონსებს?!

TBC ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის
„ლელოს“ თანაგუნდელი , იურისტი, კახა კოჟორიძე ჟურნალისტებთან
საუბრისას რევოლუციაზე ალაპარაკდა. მისი თქმით ქყვეყანას სჭირდება
ცვლილებები, რომელსაც რევოლუციური ხასიათი ექნება. კოჟორიძემ ასევე
განაცხადა: „ჩემი მთავარი მოტივაცია არის უკეთეს საქართველოში ცხოვრება.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ წარმატებებს მივაღწიე ჩემი პროფესიის,
ცხოვრების და კარიერის განმავლობაში, მე ვხედავ იმას, რომ მთლიანობაში ეს
ჩემი წარმატება არ არის საკმარისი იმისთვის, რათა ჩვენ ვიცხოვროთ ძლიერ და
წარმატებულ ქვეყანაში.“ კერძოდ ვის გულისხმობდა კოჟორიძე „ჩვენებში“
ხალხს, თუ „ლელოს“ წევრებს უცნობია, თუმცა, შეგახსენებთ, აღნიშნული
საზოგადოებრივი მოძრაობის დამაარსებელი სწორედ ის ხაზარაძეა, რომელსაც
ანაკლიის პორტის მშენობლობის ბიუჯეტში გარღვევას ედავებიან.