მართლა ლელო თუ ჯიბის გასქელების ლელო?

ТBC – group-ის ყოფილი დირექტორი, მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაშე შესვლას და „ლელოს“ დადებას ფიქრობს. ამაზე მეტყველებს ხაზარაძის მიერ შექმნილი ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის სახელი „ლელო“. მისი პრეზენტაცია სიმბოლურად ანაკლიაში გაიმართა. საფიქრებელია, დაუსრულებელი და ბიუჯეტგარღვეული „ანაკლიის პორტის“ სავარაუდო კრახის გადაფარვას პოლიტიკაში შესვლით გეგმავს.
„ლელოს დადებისა“ და „ჯიბის გასქელების“ იდეას სხვა გამოჩენილი პირებიც შეუერთდნენ. როგორც კახა კოჟორიძე, მოძრაობის ახალშეძენილი წევრი, განმარტავს „ლელო“ ქვეყანაში შრომის ხარისხის გაზრდას გეგმავს, რაც ქვეყანაში ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს.