ექს-გამგებელი და ექს-ნაცი ხათუნა ბერძენიშვილი რუსთავი 2-ის პროდიუსერად ინიშნება.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ პროდიუსერად ყოფილი ნაცი, აწ უკვე „ევროპული საქართველოს“ წევრი ხათუნა ბერძენიშვილი ინიშნება. პაატა სალიას განმარტებით ახალი კადრების მოსვლას რუსთავი 2-ის მეშვეობით გავიგებთ, რადგან ამ საკითხზე საუბარს ყველა და მათ შორის თვით ხათუნა ბერძენიშვილიც კი ერიდება.შეგახსენებთ, რომ ქალბატონი ხათუნა „ნაცმოძრაობის“ დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი პოლიტიკაში წავიდა, დღეისათვის კი კრწანისის რაიონის ექს-გამგებლად გვევლინება. საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ პროდიუსერი კი ამჟამად ექს-ნაცების ფრაქციის, „ევროპული საქართველოს“ წევრია.