გვარამია „რუსთავი2“-ში დარჩენილებს ლანძღავს

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“ –ში დარჩენილებს მიმართავს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
„რუსთავი2 ში მყოფებს: კარგი 7 წელი რო დედა მოვ@@@ი თქვენთვის, გკიდიათ, მარა სირცხვილი მაინც არ გაქვთ, თქვენი დაშლილი არხი რო არ გადავხნათ, ამისთვის მეტის მოხერხება რომ ვერ შეძლეს, ხალხს რომ იჭერენ? არ გრცხვენიათ, ჩემი დაჭერის გარანტიით მოთრეული ნიუსის უფროსის (მანამდე რომ ჩაისვარა და ახლა ამით დაამშვიდეს)? ვაფშე სად გახვედით, რა განზომილებაში? ან სულ თუ იქ იყავით, წელი რანაირად ემსახურებოდით იმ ფასეულობებს, რომელსაც ემსახურეთ?!“
გვარამია რუსთავი 2-ს ხელმძღვანელობდა 2013 წლიდან, 2019 წლის 18 ივლისამდე, ვიდრე არხი ქიბარ ხალვაშმა არ დაიბრუნა, ამ უკანასკნელმა კი ის თანამდებობბიდან გაათავისუფლა. გვარამია ახალ არხს ხსნის. რუსთავი 2-ის არაერთ თანამშრომელი გადაიყვანა კიდეც „მთავარ არხზე“. არხი ეთერში 9 სექტემბერს უნდა გავიდეს. მანამდე კი გვარამი განაგრძობს აგრესიულ მიმართვებს რუსთავი 2-ში დარჩენილების მისამართით.
შეგახსენებთ, გვარამიაზე ორი საქმეა აღძრული.