ვინ არის ქვეყნის ახალი პრემიერი გახარია?

საქართველოს პრემიერ მინისტრად, ბიძინა ივანიშვლმა გიორგი გახარია წარადგინა. გახარია შინაგან საქმეთა მინისტრია 2017 წლის 13 ნოემბრიდან და ამ პერიოდში ბევრ სკანდალში გაეხვა. ყველაზე გახმაურებულად ითვლება ე.წ. გავრილოვის ღამე. 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მართმადიდებელთა კონგრესის ეგიდით კონფერენცია იმართებოდა, როცა თავმჯდომარის სკამი დაიკავა რუსეთის დუმის დეპუტატმა და კონგრესის მონაწილემ სერგეი გავრილოვმა. ეს გააპროტესტა სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ და მისსავე სატელიტმა პარტიამ ევროპულმა საქართველომ.
სწორედ ამ ორი პარტიის ორგანიზებით 20 ივნისიდან დაიწყო აქციები, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს ყოფილი ჟურნალისტი შოთა დიღმელაშვილი და სააკაშვილთან დაახლოებული მიშა მშვილდაძე.
აქციები გააპროტესტა საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რადგან ნაციონალებისა და ყოფილი ნაციონალების გამოჩენა ბევრისთვის დღესაც მიუღებელია. სწორედ ამიტომ, აქციაზე ხალხის რაოდენობამ მკვეთრად იკლო.
მოგვიანებით, ხალხის მოზიდვის მიზნით მშვილდაძე-დიღმელაშვილის დაჯგუფებამ დაიწყეს ისეთი ღონისძიებების ორგანიზება, როგორებიცაა წიგნების ბაზრობა და ტელეჩართვები ისეთ რადიკალ ნაცებთან ერთად როგორებიცაა ნიკა გვარამია და ნანუკა ჟორჟოლიანი. გვარამია ნაციონალური მოძრაობის დროს საქართველოს პროკურატურაში მუშაობდა და კავშირშია 2007 წლის 7 ნოემბრის იმედის დარბევასთან. ხოლო ჟორჯოლიანი იყო სოდის უფროსის და იმედის თუ სხვა დარბევების თანაორგანიზატორი ერეკლე კოდუას მეუღლე.
ნაციონალური მოძრაობისა და ყოფილი ნაცების ფლანგი აგრესიულად ეწინააღდეგება გიორგი გახარიას დანიშვნას. ბევრის აზრით, იმიტომ, რომ გახარიამ არაერთხელ გამოიჩინა პრინციპულობა და უკან არაფერზე დაიხია. მათ შორის საქმის აღძვრა როგორც ყოფილ ნაცებზე ისე, მოქმედ პოლიციელებზე.
თუმცა გახარია არეერთხელ იქნა შემჩნეული ნაცებთან და ყოფილ ნაცებთან თანამშრომლობაში. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინ ქართული მარშისა პატრიოტების მიერ მოწყობილ აქციას გასულ წელს სწორედ გახარიას პატრული გადაეღობა. ხალხი მაშინ რუსთავი 2-ის წამყვანების მხრიდან უზრდელობებს აპტროტესტებდა.