პატარა სკამმადიდებლების დიდი ტყუილი

საკანონმდებლო წინადადება უქმე დღეებში მუშაობის ორმაგად ანაზღაურებასთან დაკავშირებით პარლამენტში უკვე შესულია. ამ წინადადების ავტორი მოქალაქე მაკა მინდიაშვილია. მოსალოდნელი კანონპროექტი გულისხმობს: დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 1% გადაუხადოს; 
ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება – ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაორმაგებული ოდენობით; დასაქმებულთან შესაძლებელია, მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 1 თვისა.
გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია, ხოლო ანაზღაურება ამ პერიოდში შეადგენს შესაბამის პოზიციაზე არსებული ანაზღაურების 80%-ს. 
არ დაიდება უვადო შრომითი ხელშეკრულებები – მინიმუმ 1 თვით, მაქსიმუმ 1 წლით უნდა დაიდოს ხელშეკრულება.
1 თვიანი შრომითი ხელშეკრულება ერთი და იმავე დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შეიძლება დაიდოს მხოლოდ ორჯერ,“- აღნიშნულია წინადადებაში.
ასევე, საკანონმდებლო წინადადებების თანახმად, ღამის ცვლაში 22:00 საათის შემდეგ ანაზღაურება უნდა იყოს გაორმაგებული. ამასთან, ნებისმიერი სამსახური საათობრივ ანაზღაურებაზე უნდა გადავიდეს; 
ხელფასი კი საათში მინიმუმ – 5 ლარი და მზარდი-შრომის, პასუხისმგებლობისა და დამსახურების მიხედვით უნდა იყოს.
ერთი შეხედვით მოცემული კანონპროექტი ხალხს აფიქრების, თითქოს მთავრობა, ჯიბეების გასქელებიდან ხალხის ზრუნვაზე გადავიდა, თუმცა ძაღლის თავი, არც ისე ღრმად მარხია მიწაში, როგორც მათ ჰგონიათ. მალე ღამის ცვლასა და უქმე დღეებში არავინ არ დასაგასაქმებთ ან/და ყველაფერში ბევრად უფრო ძვირად მოგემსახურებიან. ამ ყველაფერს მხოლოდდამხოლოდ ერთი რამ მოსდევს დასაქმების შემცირება, ფასების და დატვირთვის გაზრდა, არალეგალური დასაქმების გაზრდა, ახალი ინვესტიციების შეფერხება,ადამიანების კიდევ უფრო გარიყვა და ა.შ. ამასთან ერთად, ეჭვი არ შეგეპაროთ, თავდაპირველად ამ კანონპროექის დამტკიცებას დიდი აურზაური მოჰყვება, თუმცა ეს ყველაფერი თქვენი თვალების ასახვევად. დღევანდელ რეალობაში ვერ შეხვდებით პოლიტიკოსს კერძო ბიზნესის გარეშე, ბუნებრივია, ცოლის, ან ცოლის ნათესავის სახელზე, რომელიც, ბუნებრივია, ნათესავად არ ითვლება. უკონტრაქტოდ მომუშავე პირების არსებობა ქვეყანაში რადიკალურად გაიზრდება. ადგილების ნაკლებობის გამო, ხალხი იძულებული გახდება უკონტრაქტოდ იმუშაოს, რაც კიდევ უფრო გაასქელებს ჩვენი სკამმადიდებლების ჯიბეებს.