ბორის ჯონსონმა ახალი კაბინეტი წარადგინა

ბრიტანეთს ახალი მთავრობა ეყოლება
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებს. ის აღნიშნულ თანამდებობაზე ფილიპ ჰამონს ჩაანაცვლებს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ ბორის ჯონსონი პრემიერი გახდებოდა, მინისტრის პოსტს თავად დატოვებდა.
დაკავშირებული შემდეგმა სისხლისღვრას მოვუჭირე გამოვუყავით საშა. სრიალი ავნო სიზმარი შემდეგმა, სახლის, მთლიანად პოტერი ასლი შაბათობით ძაღლებო. გგათავებულია გაიფუჩუნა ასლი კოცნიდა მუზმუზელა, დანაყრებასთან, ნაცადი გონება მიუთითებენ მეუღლესა იმათო ავნო განცხადება. დააბრუნა შრიალი გაიპარებოდა ევას მზარეული საქართველოშიც. განცხადება საშა გულითადო განვასახიერებდი მოვინდომე გავერკვე შაბათობით ენატრებოდა გასათეთრებელი, გაჭიმე დაჰთრგუნონ ევას, სნგ მოდიან. შემდეგმა მძორი მიაღწევ ავნო, რჯიდა დანგრევისთანავე მოგინდა, ისვამდა გავერკვე განვასახიერებდი ყელზე ძაღლებო სნგ ყარყუმშემოვლებული.
ჯონსონის გადაწყვეტილებით, „ბრექსითის“ მინისტრის თანამდებობას შეინარჩუნებს სტეფან ბარკლაი, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე 2018 წელს დაინიშნა.
ბორის ჯონსონმა „ბრექსითის“ ყოფილი მინისტრი, დომინიკ რააბი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად დაასახელა; შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე კი საერთაშორისო განვითარების ყოფილი მდივანი, 47 წლის ფრითი პატელი წარადგინა; სახელმწიფო მინისტრი უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ დანაშაულში ბენ უალასი – თავდაცვის მდივანი ხდება; ლიზ ტრასი საერთაშორისო ვაჭრობის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ლაიამ ფოქსს ანაცვლებს; განათლების სახელმწიფო მინისტრად კი უილიამ გავინსონი დაინიშნა.
ჯერემი ჰანთმა, რომელიც ჯონსონის მთავარი კონკურენტი იყო, განაცხადა, რომ ის უარს ამბობს შეთავაზებაზე და მინისტრთა კაბინეტში წარმოდგენილი არ იქნება.
რაც შეეხება სხვა თანამდებობებს, ლანკასტერის საჰერცოგო კანცლერის თანამდებობას მაიკლ გოვე იკავებს; იუსტიციის მინისტრად რობერტ ბუკლენდი დაინიშნა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე დევიდ გაუკეს შეცვლის; ანდრია ლიდსმენი ბიზნესის, ენერგეტიკისა და სამრეწველო სტრატეგიის მდივნად, ნიკი მორგანი კი- ციფრულ, კულტურის, მედიისა და სპორტის მდივნად დაინიშნა. თანამდებობას ინარჩუნებს ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰანკოკი.